ხვიჩა კვარაცხელია, მაურო ბერგონცი, მაურიციო პისტოკი
Aa
Aa

ბერგონცი: კამბიასო კვარას იჭერს, ეს პენალტია, საქმეში VAR-ი უნდა ჩართულიყო

იტალიის ჩემპიონატის 27-ე ტურში „ნაპოლიმ’’ „იუვენტუსი’’ 2:1 დაამარცხა. 42-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ ბრწყინვალე დარტყმით ანგარიში გახსნა. 81-ე წუთზე კიეზამ ანგარიში გაათანაბრა, 88-ე წუთზე რასპადორიმ გამარჯვების გოლი შეაგდო.

მატჩის მეორე წუთზე ხვიჩა კვარაცხელია „იუვენტუსის'' საჯარიმოში თამაშის წესის დარღვევით შეაჩერეს. მაურიციო პისტოკი და მაურო ბერგონცი თვლიან, რომ მსაჯს პენალტი უნდა დაენიშნა. ჩემი აზრით, მთავარმა მსაჯმა მაურიციო მარიანიმ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ხვიჩა კვარაცხელიას გოლის გატანის რეალური შანსი არ ჰქონია, „იუვენტუსის'' მეკარეს ბურთი რომ არ ჩაეჭრა და კამბიასოს მიერ თამაშის წესის დარღვევას მომენტზე გავლენა მოეხდინა, ასეთ შემთხვევაში ასპროცენტიანი პენალტი იქნებოდა.

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი მაურიციო პისტოკი Twitter-ში წერს:  „იუვენტუსის’’ მცველი კვარაცხელიას ზურგს უკან აღმოჩნდა, ორივე ხელს შემტევს ადებს, რომ მას მოძრაობის საშუალება არ მისცეს. ეს ნამდვილი პენალტია, რომელიც არ დაინიშნა. კვარა გათავისუფლებას ცდილობს, მას შეუძლია ითამაშოს ფეხბურთი და არა რაგბი’’.

ყოფილი მსაჯი მაურო ბერგონცი თვლის, რომ მსაჯმა უხეში შეცდომა დაუშვა, პენალტი უნდა დაენიშნა.

„მომენტი, რომელიც ბევრს გამორჩა, საწყის წუთებში იყო. კამბიასო კვარაცხელიას იჭერს. ეს მისი მხრიდან იმის პრევენციაა, რომ კვარაცხელიამ ბურთზე ვერ ითამაშოს. ჩემი აზრით აშკარა პენალტი იყო და საქმეში VAR-ი უნდა ჩართულიყო: კამბიასომ ხელი არ გაუშვა, საკმაოდ სერიოზული შეცდომაა’’.

23 წლის ქართველმა გარემარბმა სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 25 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი შეაგდო და 4 საგოლე პასი შეასრულა. ჩემპიონთა ლიგაზე 7 მატჩი ჩაატარა, ჯგუფურ ეტაპზე ბერლინის „უნიონთან'' გასვლით შეხვედრაში თავი ბრწყინვალე საგოლე პასით გამოიჩინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები