ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

ერთადერთია, რომელიც თამაშს ამწვავებს - კომპლიმენტები დავითაშვილს

საფრანგეთის ლიგა 2-ის 35-ე ტურში „ბორდო“ სტუმრად „ლავალთან“ მინიმალური სხვაობით 0-1 დამარცხდა და ბუნებრივია მედიის წარმომადგენლებმა წაგებული გუნდის ფეხბურთელები გააკრიტიკეს. თუმცა შედარებით ნაკლები კრიტიკა ზურიკო დავითაშვილს შეხვდა, რომელიც ძალიან აქტიური იყო და მარცხში ყველაზე ნაკრები ბრალი მიუძღვის. სწორედ ამას გაუსვეს ხაზი მისი შეფასების დროს ჟურნალისტებმა.

რას წერენ დავითაშვილზე

ისევე როგორც წინა მატჩებში, ამჯერადაც ენერგიულად გამოიყურებოდა, ფლანგებს ხშირად იცვლიდა და თამაშის გამწვავებას ცდილობდა. აშკარაა, სანაკრებო წარმატებამ მასზე დადებითად იმოქმედა და აპრილში ის ზუსტად ისეთი თვისებებით გამოირჩევა, რის გამოც თავის დროზე „ბორდომ“ „დინამო ბათუმიდან“ მისი დამატება გადაწყვიტა.

წლევანდელ სეზონში დავითაშვილმა 34 შეხვედრიდან 28 ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და 6 ბურთის გატანასთან ერთად, 6 საგოლე გადაცემა შეასრულა. „ბორდო“ კი ოცდათხუთმეტი ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში 44 ქულით მე-14 ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დავითაშვილის შესანიშნავი პასები - ბორდომ ლიგა 1-ის თეორიული შანსიც დაკარგა
დავითაშვილის შესანიშნავი პასები - ბორდომ ლიგა 1-ის თეორიული შანსიც დაკარგა