Aa
Aa

"ატლეტიკო" ერერას ტრანსფერზე ფიქრობს

მადრიდული AS-ის ინფორმაციით, „ატლეტიკო“ „მანჩესტერ იუნაიტედის“ შუახაზელ ანდერ ერერას ტრანსფერით ინტერესდება.

დიეგო სიმეონეს უნდა, რომ ერერა მის გუნდში სეზონის ბოლოს გადავიდეს. მას 28 წლის ფეხბურთელი „როხიბლანკოს“ ნახევარდაცვის ლიდერად ესახება.

იმის გათვალისწინებით, რომ ესპანელ ჰავბეკს „იუნაიტედთან“ კონტრაქტი მომავალ ზაფხულს უსრულდება, შესაძლოა, „ათლეტებმა“ მოლაპარაკებები ზამთარშივე დაიწყონ და ერერას შედარებით დაბალ ფასად გადაბირება სცადონ.

ანდერ ერერა „მანჩესტერ იუნაიტედში“ 2014 წელს ბილბაოს „ატლეტიკიდან“ გადავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები