საბა საზონოვი
Aa
Aa

„დრო მის მხარესაა“ | ტურინული გამოცემა საზონოვზე და მის მომავალზე

ტურინული გამოცემა, Toro.it-ი „ტორინოს“ ქართველი ფეხბურთელის, საბა საზონოვის თამაშს გამოეხმაურა. „რომასთან“ მატჩში, საზონოვი მოედანზე მე-14 წუთზე გამოჩნდა და ტრავმირებული მატეო ლოვატო ჩაანაცვლა. Toro.it-ის მიხედვით, საზონოვმა „ჯალოროსისთან“ ცუდი შთაბეჭდილება დატოვა, მაგრამ დრო მის მხარესაა და პროგრესის მიღწევა შეუძლია.

„ალესანდრო ბუონჯორნო გვაკლია! გვაკლია არა მხოლოდ ფსიქოლოგიური, არამედ სპორტული გადმოსახედიდანაც. მისი შემცვლელი საზონოვი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ზამთარში გუნდში ლოვატო მოვიდა. 6 ნომრით მოთამაშე ფეხბურთელი სასუოლოსთან დამაჯერებელი არ ყოფილა, მაგრამ ლეჩესთან და ლაციოსთან უკეთ იასპარეზა. რომასთან მატჩში ტრავმა მიიღო და მე-14 წუთზე საბა საზონოვმა ჩაანაცვლა. ქართველმა ახალგაზრდამ 3-მცველიან ტაქტიკაში შუა მცველის პოზიცია დაიკავა და 42-ე წუთზე, თერთმეტმეტრიანი აიკიდა. საზონოვის მოქმედება არასწორი იყო და შეცდომა დაუშვა, რომლის თავიდან არიდებაც შესაძლებელი გახლდათ.

საზონოვი თავმდაბალი ბიჭია და თავდაუზოგავად შრომობს. სერია A-ში გატარებულ პირველ სეზონში, ბევრი სათამაშო დრო არ ეძლევა და როგორც ივან იურიჩმა აღნიშნა, ჯერ კიდევ დაღვინების პროცესშია. ასე რომ არ იყოს, მეტს ითამაშებდა, თუმცა დრო მის მხარესაა“, - წერს ტურინული გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ „რომასთან“ წაგების შემდეგ, „ტორინოს“ 36 ქულა დარჩა და სატურნირო ცხრილის მე-10 პოზიციას იკავებს. „გრანატას“ მომდევნო შეხვედრა 3 მარტს ელის და „ფიორენტინას“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს დიეგოს არასოდეს დაემართებოდა“ - ნეაპოლში ხვიჩას და ოსიმენის მურალი წაშალეს
„ეს დიეგოს არასოდეს დაემართებოდა“ - ნეაპოლში ხვიჩას და ოსიმენის მურალი წაშალეს