არსენალი, ჩელსი, იუვენტუსი, მიხაილო მუდრიკი
Aa
Aa

არსენალის და იუვენტუსის ინტერესი - ჩელსის მუდრიკის გაშვება სურს

ბრიტანული მედია მიხაილო მუდრიკთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. ვიგებთ, რომ უკრაინელი გარემარბის გადაბირებით ლონდონის „არსენალი“ და ტურინის „იუვენტუსი“ ინტერესდებიან.

მუდრიკმა „ჩელსიში“ ვერ გაამართლა და ახლა ლონდონელები ყველანაირი შეთავაზების მოსასმენად არიან მზად.

„არისტოკრატების“ პრიორიტეტი იჯარის წესით გაშვება და მეტი პრაქტიკის მიცემაა, თუმცა ტოდ ბოელი არც საბოლოო გასხვისებაზეა წინააღმდეგი.

შეგახსენებთ, რომ მუდრიკი 2022 წელს „ჩელსიში“ „შახტარიდან“ 89 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. აღსანიშნავია, რომ იმ პერიოდში უკრაინელისთვის „არსენალიც“ იბრძოდა და მეტიც, ტრანსფერი უკვე გადაწყვეტილი იყო, თუმცა ბოლო წამს ყველაფერი შეიცვალა და მიხაილო „არისტოკრატებში“ აღმოჩნდა.

ტოდ ბოელს იმის ილუზია არ აქვს, რომ დახარჯულ თანხას მთლიანად ამოიღებს. მისი გეგმა მუდრიკის მინიმუმ 50 მილიონ ევროდ გაყიდვაა.

ცნობისთვის, 23 წლის შემტევმა „ჩელსის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 43-ჯერ მოირგო, 4 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვალენსიას უარი Netflix-ს - მესტალიაზე ვინისიუსზე ვერ გადაიღებენ
ვალენსიას უარი Netflix-ს - მესტალიაზე ვინისიუსზე ვერ გადაიღებენ