ხვიჩა კვარაცხელია, მაურო მელუზო, ფრანჩესკო კალცონა
Aa
Aa

„კვარას საქციელი? ის ამის გამო გაბრაზდა“ - ნაპოლის დირექტორის განმარტება

„ნაპოლის“ სპორტულმა დირექტორმა, მაურო მელუზომ „კალიარისთან“ მატჩამდე რამდენიმე წუთით ადრე DAZN-ს გაესაუბრა და ხვიჩა კვარაცხელიას რეაქციასაც შეეხო, რომელიც ქართველ ფეხბურთელს „ბარსელონასთან“ მატჩში, შეცვლის შემდეგ ჰქონდა.

რა თქვა მელუზომ:

კვარას არაპროფესიონალური საქციელი არ ჰქონია, არ არსებობს ფეხბურთელი, რომელიც შეცვლით ბედნიერია. არ აქვს მნიშვნელობა კარგი თამაში ჰქონდა, თუ ცუდად ითამაშა, გვითხრა, რომ გაბრაზებული იყო, იმიტომ რომ მისი თამაში ადეკვატური არ ყოფილა. მას ჩემპიონის განწყობა ჰქონდა, არაფერზე კამათობდა და მხოლოდ ამის გამო იყო გაბრაზებული.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია ფრანჩესკო კალცონამ „ბარსელონას“ წინააღმდეგ 68-ე წუთზე შეცვალა, როდესაც მისი გუნდი 0:1 მარცხდებოდა, საბოლოოდ კი შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სანინო: მიმაჩნია, რომ კალცონა კვარაცხელიასთვის შესაფერისი მწვრთნელია
სანინო: მიმაჩნია, რომ კალცონა კვარაცხელიასთვის შესაფერისი მწვრთნელია