მორიგი შეთავაზება -
Aa
Aa

მორიგი შეთავაზება - "ბარსელონამ" ფასი გაზარდა!

იანვრის მოახლოებასთან ერთად სულ უფრო დიდ ყურადღებას იქცევს ფელიპე კოუტინიოს სატრანსფერო საგა, რომელიც დასასრულთან საკმაოდ ახლოსაა.

ესპანური Sport-ის ცნობით, "ბლაუგრანამ" "ლივერპულს" გაუმჯობესებული წინადადებით მიმართა და 120 მილიონი ევრო შესთავაზა.

როგორც ცნობილია, კატალონიელთა პირველი შეთავაზება 80 მილიონი ევრო და ბონუსების სახით დამატებით 30 მილიონი იყო.

ბრიტანული და ესპანური გამოცემები ერთ აზრზე არიან და მიიჩნევენ, რომ იანვარში შეთანხმება შედგება.

"ლივერპულმა" პრემიერლიგა ძალიან არადამაჯერებლად დაიწყო და საჩემპიონო შანსები ნაადრევად დაკარგა. ამ ყველაფრის ფონზე, კლუბი ბრაზილიელი ფეხბურთელისთვის ხელის შეშლას აღარ აპირებს და ესპანურ მხარესთან მოლაპარაკებების გამართვას გეგმავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები