ილია თოფურია, თი ჯეი დილაშოუ, ალექსანდრ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

„ვოლკს ილიას ძალის ეშინოდა, თოფურია კი...“ - დილაშოუს შეფასება

UFC-ის სუპერმსუბუქი წონის მებრძოლმა და ყოფილმა ორგზის ჩემპიონმა, თი ჯეი დილაშოუმ ილია თოფურიასა და ალექსანდრ ვოლკანოვსკის საჩემპიონო ბრძოლა შეაფასა და განაცხადა, რომ ავსტრალიელი მებრძოლი ილიასთან ზედმეტად ფრთხილი იყო.

რას ამბოს დილაშოუ:

მინდა ვიცოდე რა იყო ამ ჩხუბში ვოლკანოვსკის თამაშის გეგმა... მინდა გავიგო, რა ხდებოდა მის თავში, სანამ სრულფასოვნად განვიხილავ. რაც მე შევამჩნიე, მისი გეგმა მხოლოდ ფეხებში დარტყმები იყო. მას ილიას ძალის ეშინოდა, რაც გარკვეულწილად გამართლებულიც იყო, მაგრამ ასე არასდროს უჩხუბია. თქვენც შეგიძლიათ დაინახოთ, როგორ იბრძოდა... ორივე რაუნდში მხოლოდ ფეხში ურტყამდა. შეტევას არ ცდილობდა, უბრალოდ დარტყმებს ბლოკავდა და ფეხებზე მუშაობით მის შენელებას ცდილობდა.

ყოველთვის, როდესაც თოფურია უახლოვდებოდა, უკან იხევდა. როდესაც ეს პირველად შევამჩნიე, მაშინვე ვთქვი - „ჯანდაბა, ის დაიჭერს“. შეშინებული იბრძოდა და ილიას ძალა აწუხებდა. ვოლკის დიდი ფანი ვარ, მისი გამარჯვება მინდოდა, ის კი უბრალოდ შორს გადიოდა და ყველაფერს შორდებოდა, ილიას ძალას შორდებოდა.

დროის საკითხი იყო, სანამ თოფურია დაიჭერდა, რადგან ეს ბიჭი შენს წინააღმდეგ მუდამ მჭიდროდ დგას. მას საოცრად სრულყოფილი კრივი აქვს და კომბინაციებშიც შესანიშნავია. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ვოლკის სტილი არასწორი იყო. შეშინებული დადიოდა და არ აქტიურობდა. თოფურიას დასაკარგი არაფერი ჰქონდა, ვოლკს კი პირიქით, ყველაფერს კარგავდა. ამის მიუხედავად, ის მაინც დამფრთხალი იყო და თავისი ძალის ჩვენება ვერ შეძლო.

შეგახსენებთ, რომ UFC-ის ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ბრძოლაში ილია თოფურიამ ლეგენდარული ალექსანდრ ვოლკანოვსკი მეორე რაუნდში, ბრუტალური ნოკაუტით დაამარცხა და სატიტულო ქამარს დაესაკუთრა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მებრძოლია“ | შონ ომალი ილიაზე
„ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მებრძოლია“ | შონ ომალი ილიაზე