ლევან კობიაშვილი, ალექსანდრ ჩეფერინი
Aa
Aa

ვინ შეცვლის ჩეფერინს | The Guardian-ი ერთ-ერთ სავარაუდო კანდიდატად კობიაშვილს ასახელებს

უეფა-ს პრეზიდენტი, ალექსანდრ ჩეფერინი 2027 წლის არჩევნებში საკუთარ კანდიდატურას არ წამოაყენებს და ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოს ახალი პირველი პირი ეყოლება. ჩეფერინმა მიღებულ გადაწყვეტილებაზე საჯაროდ რამდენიმე დღის წინ ისაუბრა, რის შემდეგაც ავტორიტეტულმა ბრიტანულმა გამოცემამ, The Guardian-მა მის სავარაუდო შემცვლელებზე დაწერა.

The Guardian-მა რამდენიმე კანდიდატი დაასახელა და ერთ-ერთი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი გახლავთ. კობიაშვილის გარდა, ბრიტანული გამოცემის სიაში ფერნანდუ გომეში და რაზვან ბურლეანუ მოხვდნენ.

„უეფა-ს მმართველი საბჭოს წევრები პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ფერნანდუ გომეშს დიდ პატივს სცემენ, მაგრამ არჩევნების დროს, ის 75 წლის იქნება და დიდი ალბათობით, მის კანდიდატურას საგანგებო ვარიანტად განიხილავენ. გავლენიან წრეებში მიაჩნიათ, რომ რუმინელი რაზვან ბურლეანუ, რომელიც ფიფას საბჭოს წევრია, შედარებით ახალგაზრდა და თანამედროვედ მოაზროვნე ვარიანტია, მაგრამ არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ გამოწვევებთან გასამკლავებლად მზადაა. ყოფილი ფეხბურთელი, ლევან კობიაშვილი, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტია და შარშან, უეფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრად აირჩიეს, ჩეფერინის ახლო მოკავშირეა და შესაძლოა, ფსონს მასზე ჩამოვიდნენ“, - წერს ბრიტანული გამოცემა.

The Guardian-ი დასძენს, რომ არჩევნებში გადამწყვეტ როლს ქვეყნების მიერ შექმნილი ბლოკები ითამაშებენ. მაგალითად, ჩეფერინის არჩევისას, მის კანდიდატურას აღმოსავლეთ ევროპისა და სკანდინავიური ქვეყნებისგან შემდგარი ბლოკი ემხრობოდა და მისი გამარჯვება სწორედ მათმა მხარდაჭერამ განაპირობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თუ ეს ორი ფორმაშია, სანერვიულო ნებისმიერ მეტოქეს აქვს“ | AS-ი კვარა-ოსიმენის დუეტზე
„თუ ეს ორი ფორმაშია, სანერვიულო ნებისმიერ მეტოქეს აქვს“ | AS-ი კვარა-ოსიმენის დუეტზე