ილია თოფურია, კონორ მაკგრეგორი, დენა უაითი
Aa
Aa

„ფული ყველაფერს ართულებს“ - დენა უაითმა კონორის დაბრუნებაზე ისაუბრა

UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა UFC 298-ის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე კონორ მაკგრეგორის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ შესაძლოა ირლანდიელი მებრძოლი ორგანიზაციაში აღარ დაბრუნდეს.

რას ამბობს დენა უაითი:

კონორ მაკგრეგორს ფული აღარ სჭირდება. არ ვიცი, კიდევ იჩხუბებს, თუ არა ჩვენთან. მას ისედაც ბევრი ფული აქვს. ჩვენ აღფრთოვანებული ვიქნებით, თუ ისევ გადაწყვეტს ჩვენთან ბრძოლას, მაგრამ ფინანსური საკითხები საქმეს ართულებს. მან ახლახან გადაიღო ფილმი, ახლა კი პიარის გაკეთება უწევს და გარკვეული ვალდებულებები აქვს. ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ, ისაა, რომ მას ნამდვილად სურს წელს ბრძოლა, მაგრამ ვნახოთ, რა მოხდება.

ალბათ, კონორ მაკგრეგორი ერთ-ერთი საუკეთესო ბიზნესპარტნიორია, ვინც ორგანიზაციაში გვყოლია. დიდი გამოწვევაა, რომ ის რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს, მაგრამ როგორც ბიზნესმენი, ძალიან კარგია. მასთან თანხებზე მოლაპარაკებებს არასდროს ვაწარმოებთ. ეს მის ინტერესებშიც არ შედის.

შეგახსენებთ, რომ UFC 298-ზე, ალექსანდრ ვოლკანოვსკის დამარცხებისა და საჩემპიონო ქამრის მოპოვების შემდეგ, ილია თოფურიამ მომდევნო მეტოქედ კონორ მაკგრეგორი გამოიწვია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კონორ თუ კვერცხები ისევ გაქვს, ვიჩხუბოთ“ | რა თქვეს ილიამ და ვოლკმა
„კონორ თუ კვერცხები ისევ გაქვს, ვიჩხუბოთ“ | რა თქვეს ილიამ და ვოლკმა