ილია თოფურია, ალექსანდრ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

„ვინც არ უნდა იყო, ილიას ამ დარტყმას ვერ აიტან“ | ვოლკმა მატჩრევანში მოითხოვა

UFC 298-ის დასრულების შემდეგ, ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ პრესკონფერენცია გამართა. „ვოლკმა“ ილია თოფურიაზე ისაუბრა, „ელ მატადორი“ შეაქო და მატჩრევანში მოითხოვა.

„ოქტაგონზე თავს კარგად ვგრძნობდი და საწყის წუთებში, მის ყველა კომბინაციას ვხედავდი, მაგრამ მაინც დამიჭირა. ბრძოლის სტარტზე თავს კომფორტულად ვგრძნობდი. შემდეგ გადავწყვიტეთ უფრო მეტი გამეკეთებინა და დამიჭირა. არის რამე, რითაც გამაკვირვა? არა. ვიცოდით, რომ ძალა მის მხარეს იქნებოდა. ილიამ კარგად იმუშავა და ისღა დამრჩენია, გამარჯვება მივულოცო. დიდი ხანია ჩემპიონი ვარ და მატჩრევანშის გამართვა მინდა. ეს აუცილებლად უნდა მოხდეს და ამას ნამდვილად ვიმსახურებ. მჯერა, ჩვენს მომდევნო ბრძოლაში განსხვავებულ შედეგს იხილავთ.

იყო თუ არა გადამწყვეტი ფაქტორი ჩემი ნაადრევად დაბრუნება? ილიას არაფერი არ უნდა დავუკარგოთ. თუ თოფურია ასეთი დარტყმით დაგიჭერს, ნოკდაუნში აღმოჩნდები და გაითიშები. სუფთა მარჯვენა მომარტყა და ვინც არ უნდა იყო, ამ დარტყმას ვერ აიტან. ჩემი მიზანი მატჩრევანშის გამართვაა და სულერთია, ეს სად მოხდება. ილია ჩემპიონი გახდა, დარწმუნებული ვარ, ამას გრანდიოზულად აღნიშნავს, მზად ვარ, მას დრო მივცე და ვნახოთ, მომავალი როგორი იქნება.

ილია კარგი ბიჭია და სრული უფლება აქვს, საკუთარ თავში დარწმუნებული იყოს. ვულოცავ! მისთვის ყველაფერი კარგად დასრულდა. მატჩრევანშს ვიმსახურებ და სულერთია, ჩვენი ბრძოლა სად გაიმართება. აქტიური ვიყავი, ქამარს 5 წელი ვფლობდი, მაქს ჰოლოუეის 3-ჯერ ვეჩხუბე, როცა ამის საჭიროება არ იყო და ვფიქრობ, ილიასთან კიდევ ერთ ბრძოლას ვიმსახურებ. ქამარს დავიბრუნებ და ვნახოთ შემდეგ რა მოხდება“.

შეგახსენებთ, რომ „ელ მატადორმა“ „ვოლკი“ მეორე რაუნდში დაანოკაუტა. ილიამ ზედიზედ მე-15 ბრძოლა მოიგო და მისი წაგებების გრაფაში კვლავინდებურად ნული წერია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქართველი მანქანა! | მერაბ დვალიშვილმა ჰენრი სეხუდო დაამარცხა
ქართველი მანქანა! | მერაბ დვალიშვილმა ჰენრი სეხუდო დაამარცხა