რეალი, ვალენსია
Aa
Aa

ვალენსიური გამოცემა ვინისიუსზე: “ის სულელია და მუდამ ტირის“

მადრიდის „რეალისა“ და „ვალენსიას“ მატჩებს გამუდმებით ახლავს დაძაბულობა. რბილად რომ ვთქვათ, „ღამურებს“ მადრიდელები გულზე არ ეხატებათ.

ამ გუნდების შემდეგი დაპირისპირება 2 მარტით თარიღდება და ვალენსიური გამოცემა Super Deporte წინასწარ დაძაბულობას უკვე ქმნის.

აღნიშნული გამოცემა ვინისიუს ჯუნიორზე წერს და ბრაზილიელ სუპერვარსკვლავს დასცინის.

Super Deporte:

„ვინისიუს ჯუნიორმა ერთადერთი, რაც გააკეთა იყო ტირილი და ტყუილი. ის ყოველთვის ტირის და მეტოქეებს დასცინის. მთავარი პრობლემა იცით რა არის? ის სულელია და არასდროს ყოფილა მისი ფერის ბრალი.“

შეგახსენებთ, რომ მადრიდის „რეალისა“ „ვალენსიას“ პირველი წრის დაპირისპირება „სამეფო კლუბმა“ 5:1 მოიგო. მომავალი მატჩი, როგორც უკვე მოგახსენეთ, 2 მარტით თარიღდება და თბილისის დროით 23:55-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები