საბა ლობჟანიძე
Aa
Aa

მინესოტას გაუტანა - ლობჟანიძემ MLS-ის მიმდინარე სეზონში მეორედ შეაგდო

MLS-ის მე-11 ტურში „ატლანტა იუნაიტედი’’ შინ „მინესოტა იუნაიტედთან’’ 1:2 დამარცხდა. ქართველმა გერემარბმა საბა ლობჟანიძემ „ატლანტა იუნაიტედის’’ სასტარტოში 90 წუთი ითამაშა, მასპინძელთა ერთადერთი საპასუხო გოლი მის აქტივშია, 82-ე წუთზე დანიელ რიოსის საგოლე პასი გამოიყენა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

მიმდინარე სეზონში საბამ MLS-ში 11 მატჩი ჩაატარა, მის აქტივში 2 გოლია, მე-4 ტურში „ორლანდოს’’ შეუგდო და ის მატჩი „ატლანტა იუნაიტედმა’’ 2:0 მოიგო. ასევე, 28 წლის ქართველი ფეხბურთელის აქტივში 1 საგოლე პასია.

„ატლანტა’’ ცუდ ფორმაშია, საბას გუნდის მოუგებელი სერია 5-მატჩიანია. აღმოსავლეთ კონფერენციაში 15 გუნდია, „ატლანტამ’’ 10 ტურში 12 ქულა დააგროვა და მე-10 ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები