ბარსელონა, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„კვარა ჩელსის და პსჟ-საც სურს, თუმცა ბარსას ინტერესი უფრო კონკრეტულია...“

„ბარსელონასა“ და კვარაცხელიას შესახებ ბოლო კვირაა იტალიურ და ესპანურ პრესაში ბევრი იწერება.

მიტომა, მარტინელი და ხვიჩა - ესპანურმა Mundo Deportivo-მ ამ სამეულის შესახებ სტატია რამდენიმე დღეა გამოაქვეყნა და მას შემდეგ, პრესა შეუჩერებლად „ბარსას“ სავარაუდო ახალ მარცხენა გარემარბზე წერს.

ცნობილი იტალიური გამოცემა Il Mattino კვარაცხელიას „ბარსელონაში“ შესაძლო ტრანსფერს ეხმაურება და შემდეგ რამეს წერს:

„ბარსელონა კვარაცხელიას შეძენით ინტერესდება, თუმცა ჯერჯერობით კონკრეტული არაფერია და ოფიციალური კონტაქტი არ შემდგარა. ხვიჩას ნაპოლისთან ახალი კონტრაქტი ჯერ არ გაუფორმებია, მისი გარემოცვა ხელფასის მნიშვნელოვნად გაზრდას ითხოვს.

ქართველი შემტევის მიმართ ინტერესი ლონდონის ჩელსის და პსჟ-საც აქვთ, თუმცა ბარსელონას დაინტერესება უფრო კონკრეტულია. ბლაუგრანა ხვიჩას შესახებ ინფორმაციას გასულ ზაფხულსაც აგროვებდა და მას დიდი ხანია აკვირდება. ჯერჯერობით ამ საქმეს მეტი გაგრძელება არ მოჰყოლია, თუმცა ახლა ჩემპიონთა ლიგაზე ნაპოლი და ბარსა ერთმანეთს ხვდებიან და შესაძლო ტრანსფერი კვლავ აქტუალური გახდა“.

- წერს იტალიური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“ ახალი სეზონიდან შემადგენლობაში ძირეულ ცვლილებებს გეგმავს. გუნდი ერთბაშად 5-6 მოთამაშის გაყიდვას გეგმავს, რათა ახალი ფეხბურთელების გაფორმება შეძლოს. სავარაუდო წამსვლელთა სიაში კუნდე, რაფინია, ფერან ტორესი, ლევანდოვსკი, დე იონგი და ტერ შტეგენი იმყოფებიან. კლუბი არც ჟოაო ფელიქსის გამოსყიდვას არ აპირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნებისმიერი გრანდისთვის კარგი შენაძენი იქნება“ | სიომინი კვარაზე და ბარსას ინტერესზე
„ნებისმიერი გრანდისთვის კარგი შენაძენი იქნება“ | სიომინი კვარაზე და ბარსას ინტერესზე