მადრიდის რეალი, ზინედინ ზიდანი, ედუარდო კამავინგა
Aa
Aa

კამავინგა: “ჩემი მისაბაძი მაგალითი ზინედინ ზიდანია“

თანამედროვე ფეხბურთში ედუარდო კამავინგა ერთ-ერთი გამორჩეული ტალანტია. მადრიდის „რეალის“ ფრანგმა ნახევარმცველმა ესპანურ მედიასთან ისაუბრა.

კამავინგა:

„როგორი გრძნობაა მადრიდის „რეალში“ თამაში? ამას მე თვითონ ვერ ავხსნი. ვფიქრობ, „რეალი“ მსოფლიოს საუკეთესო კლუბია და ასეთ გუნდში თამაში საამაყოა, რადგან ამის შესაძლებლობა ყველას არ აქვს.

ჩემპიონთა ლიგა ცალკე ისტორიაა. ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტიტულის მოგება პირველივე წელს მოვახერხე. ეს ნამდვილი სიგიჟე იყო. გახსოვთ მატჩები? რამდენ თამაშს ვაგებდით და შემდეგ ყველაფერი შემოვატრიალეთ.

ჩემი მისაბაძი მაგალითი ზინედინ ზიდანია. მას ბავშვობაში Youtube-ზე ვუყურებდი. ბედნიერი ვარ, რომ მის კვალდაკვალ წავედი და მადრიდის „რეალში“ ვთამაშობ.“

შეგახსენებთ, რომ ფრანგი ფეხბურთელი „ბლანკოსს“ 2021 წელს შეუერთდა. 2021 წლიდან დღემდე, კამავინგამ „სამეფო კლუბის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 125-ჯერ მოირგო, 2 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პოჩეტინო: “რატომ უნდა ვუყვარდე გულშემატკივრებს?“
პოჩეტინო: “რატომ უნდა ვუყვარდე გულშემატკივრებს?“