უილიამ კარვალიუ
Aa
Aa

ბეტისის ფეხბურთელს ბრალს გაუპატიურებაში სდებენ | კარვალიუ ჩვენებას დღეს მისცემს

„ბეტისის“ ფეხბურთელს, ვილიამ კარვალიუს ბრალს გაუპატიურებაში სდებენ. ავტორიტეტული ესპანური გამოცემის, Marca-ს ინფორმაციით, დღეს, კარვალიუ სასამართლოში ჩვენებას მისცემს და შარშან, მადრიდში მომხდარ ინციდენტზე ისაუბრებს.

კარვალიუს ბრალმდებელი ქალბატონის მიხედვით, „ბეტისის“ ფეხბურთელმა მას ნარკოტიკული ნივთიერება მიაღებინა, რის შემდეგაც მასზე სექსუალურად იძალადა. სავარაუდო დაზარალებულის ჩვენების მიხედვით, მან კარვალიუ რესტორანში გაიცნო, რის შემდეგაც მასთან ერთად ღამის კლუბში წავიდა, მომდევნო დილას კი სასტუმროს ნომერში გაეღვიძა და სხეულზე ფიზიკური ძალადობის ნიშნები აღენიშნებოდა.

გოგონამ განაცხადა, რომ ვერ გაიხსენა, გაღვიძებამდე რა მოხდა, რადგან ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იყო. მას ახსოვს, რომ კარვალიუ მის ლოგინში იწვა და აიძულა, მასთან ორალური სექსი ჰქონოდა.

ესპანური პრესის მიხედვით, „ბეტისი“ პორტუგალიელი ფეხბურთელის გასხვისებაზე ფიქრობს. მისით „ბეშიქთაშია“ დაინტერესებული და თურქულ კლუბს ტრანსფერის გაჩარხვის შანსი 7 თებერვლამდე აქვს (თურქეთში ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა 7 თებერვალს იხურება).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„არასაიმედო მცველია, შეცდომებს უშვებს“ | დინამო მოსკოვის ექს-თავკაცი საზონოვზე
„არასაიმედო მცველია, შეცდომებს უშვებს“ | დინამო მოსკოვის ექს-თავკაცი საზონოვზე