„არასაიმედო მცველია, შეცდომებს უშვებს“ | დინამო მოსკოვის ექს-თავკაცი საზონოვზე
საბა საზონოვის ყოფილი გუნდის, „დინამო მოსკოვის“ ექს-თავკაცმა, სერგეი სილკინმა ქართველ ფეხბურთელზე ისაუბრა. მისი თქმით, საზონოვი საიმედო მცველი არაა და შეცდომებს უშვებს, რომლებსაც მატჩის შედეგზე გავლენის მოხდენა შეუძლიათ.
„საზონოვმა ტორინოში გადასვლის გადაწყვეტილება თავად მიიღო. ჩემი აზრით, ის საიმედო მცველი არაა. საბა შეცდომებით თამაშობს, რომლებსაც მატჩის შედეგზე გავლენის მოხდენა შეუძლიათ. გახდება თუ არა ტორინოს ძირითადი შემადგენლობის წევრი? რადგან ახლა სათადარიგოთა სკამზე ზის, ამის შანსი მცირეა. საზონოვი მხოლოდ იმ შემთხვევაში ათამაშდება თუ ტორინოში დაინიშნება მწვრთნელი, რომელიც მას ენდობა“.
შეგახსენებთ, რომ იტალიის სერია A-ს გასულ ტურში, საზონოვი ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა და „სალერნიტანასთან“ ითამაშა. საბამ მოედანზე 80 წუთი გაატარა და თავი კარგად წარმოაჩინა, რამდენიმე შეტევა განმუხტა და შეცდომაც არ დაუშვია. შეხვედრის დასრულების შემდეგ „ტორინოს“ პრეზიდენტმა, ურბანო კაირომ ქართველი ფეხბურთელის თამაში მოიწონა.
ცნობისთვის, 23 ტურის შემდეგ „ტორინო“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 32 ქულით მე-10 ადგილზე იმყოფება. ქართველი ფეხბურთელის გუნდი მომდევნო შეხვედრას 10 თებერვალს, სტუმრად, „სასუოლოსთან“ გამართავს.