ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„მისი გოლი ვან გოგის ნახატივით გასაოცარი იყო“ | რას წერს Daily Mail-ი კვარაზე

ცნობილმა ბრიტანულმა გამოცემამ, Daily Mail-მა ტრადიციას არ უღალატა და იტალიის სერია A-ს გასული ტურის შეჯამება შემოგვთავაზა. „ნაპოლის“ ქართველმა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა და Daily Mail-ს მის მიერ „ვერონასთან“ გაფორმებული შედევრი არ გამოჰპარვია.

„ნაპოლის კვლავინდებურად დელიკატური პერიოდი უდგას, მაგრამ ხვიჩა კვარაცხელიამ, ვერონასთან შეგდებული გამარჯვების გოლით, პარტენოპეის პრობლემები კიდევ ერთხელ გადაფარა. მიმდინარე სეზონში მისი მეექვსე გოლი ვინსენტ ვან გოგის ნახატივით გასაოცარი იყო და ისეთი ხმაური გამოიწვია, რომ მთელი დიეგო არმანდო მარადონა აზანზარდა. კვარას დარტყმა აუღებელი იყო, მის აღნიშვნას კი დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

კვარაცხელიამ თითი ყურთან მიიდო და ტრიბუნებზე მყოფი გულშემატკივრებისგან მეტი ხმაურის შექმნა მოითხოვა. ეს იყო ჟესტი, რომლითაც მას ქომაგებისგან უფრო დიდი მხარდაჭერის მიღება უნდოდა.

გასულ უქმეებზე, კვარაცხელია კაშკაშა ვარსკვლავი კიდევ ერთხელ იყო და დარჩა შთაბეჭდილება, რომ ნაპოლის რიგებში ერთადერთი გახლდათ, ვისაც მეტოქისთვის ხიფათის შექმნა შეეძლო. ზოგჯერ, პარტენოპეის გარემარბი ზედმეტად ეგოისტია, მაგრამ როცა საუბარი მისი გუნდის მიერ შექმნილ მომენტებს ეხება, ის ხშირად ერთადერთი იარაღია, რომელსაც მათი გამოყენება შეუძლია“, - წერს ბრიტანული გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩამ თავი 87-ე წუთზე გამოიჩინა და მისი გოლით „ნაპოლიმ“ 2:1 იმარჯვა. ქართველი ფეხბურთელის გუნდს მომდევნო შეხვედრა „მილანთან“ ელის და „როსონერის“ სტუმრად დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სიხარულისგან გაგიჟდა“ | ოსიმენის რეაქცია კვარას გოლზე
„სიხარულისგან გაგიჟდა“ | ოსიმენის რეაქცია კვარას გოლზე