ლეროი სანე
Aa
Aa

უნიონ ბერლინის თავკაცი დასაჯეს | მიზეზი სანესთან დაპირისპირებაა

გერმანიის ბუნდესლიგის მე-13 ტურის გადადებულ შეხვედრაში, მიუნხენის „ბაიერნი“ საკუთარ კედლებში „უნიონ ბერლინს“ დაუპირისპირდა. „რეკორდმაისტერმა“ 1:0 იმარჯვა და მატჩისას, მიუნხენელთა ვარსკვლავს, ლეროი სანესა და „უნიონის“ თავკაცს, ნენად ბიელიცას შორის ინციდენტი მოხდა.

ერთ-ერთ ეპიზოდში, როდესაც „ბაიერნს“ აუტი უნდა მოეწოდებინა, ბურთი ბიელიცას მიუვიდა, მის გამოსართმევად კი სანე მივიდა. ხორვატმა სპეციალისტმა ბურთი გადააგდო, რასაც სანეს უკმაყოფილება და სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა, ეპიზოდი კი ბიელიცას მხრიდან სანესთვის სახეში ხელის გარტყმით დასრულდა. მთავარმა მსაჯმა „უნიონ ბერლინის“ მწვრთნელი მაშინვე მოედნიდან გააძევა, ლეროი კი ყვითელი ბარათით დასაჯა.

გერმანიის ფეხბურთის კავშირმა, DFB-მა მომხდარის გამო, ბიელიცას სასჯელი დააკისრა. ხორვატი სპეციალისტი დისკვალიფიკაციით დაისაჯა და ბუნდესლიგის 3 შეხვედრას გამოტოვებს. ამასთან, მას 25 000 ევროს გადახდაც მოუწევს. „უნიონ ბერლინი“ გადაწყვეტილებას არ გაასაჩივრებს და მისი თავკაცი „დარმშტადთან’, „ლაიფციგთან“ და „მაინცთან“ ჩანიშნულ შეხვედრებს გამოტოვებს.

ცნობისთვის, „ბაიერნს“ 44 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციას იკავებს. „რეკორდმაისტერი“ „ლევერკუზენს“ 4 ქულით ჩამორჩება. „უნიონ ბერლინის“ ანგარიშზე 14 ქულაა და დედაქალაქელები ბუნდესლიგის უმაღლეს დივიზიონში დასარჩენად იბრძვიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
El Nacional: კიმიხსა და კვარას ბარსაში გადასვლა ჩავის გამო არ სურთ
El Nacional: კიმიხსა და კვარას ბარსაში გადასვლა ჩავის გამო არ სურთ