ინტერი, ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

აგენტი: “გავოცდი, როცა მაცარიმ ხვიჩა მოედნიდან გაიყვანა“

როგორც მოგეხსენებათ, „ნაპოლისა“ და „ინტერის“ ფინალის დროს, ვალტერ მაცარიმ ხვიჩა კვარაცხელია მოედნიდან 70-ე წუთზე გაიყვანა.

ამ საკითხთან დაკავშირებით, თავისი აზრი ედისონ კავანის ყოფილმა აგენტმა კლაუდიო ანელუჩიმ დააფიქსირა.

ანელუჩი:

„ვიქტორ ოსიმენი აფრიკის თასის გამო „ინტერთან“ ვერ თამაშობდა. ვისი იმედი უნდა ჰქონოდა „ნაპოლის“? რა თქმა უნდა, ხვიჩა კვარაცხელიასი. გავოცდი, როდესაც მაცარიმ ის შეცვალა.

სიმართლეა, რომ ხვიჩა ისეთი კარგი აღარ არის, როგორც გასულ სეზონში, მაგრამ ის არის იმ ფეხბურთელთა კატეგორიაში, რომელიც გარანტირებულად იცი, რომ რაღაც სასარგებლოს გააკეთებს.“

შეგახსენებთ, რომ იტალიის სუპერ თასის ფინალი „ინტერმა“ 91-ე წუთზე ლაუტარო მარტინესის გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით მოიგო.

ხვიჩას ყველა მომენტი „ინტერთან“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
არველაძე: ჩვენი გუნდი მომავალ კვირებში თავს კარგად წარმოაჩენს
არველაძე: ჩვენი გუნდი მომავალ კვირებში თავს კარგად წარმოაჩენს