აურელიო დე ლაურენტისი
Aa
Aa

სამედიცინო შემოწმება ჩაინიშნა - ნაპოლი ბელგიის ნაკრების ნახევარმცველს იმატებს

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამე ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლი კიდევ ორ ფეხბურთელს დაიმატებს. ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, კლუბმა უკვე შეათანხმა კონტრაქტი ასტონ ვილას ნახევარმცველ ლეანდერ დენდონკერთან და ბელგიელი ფეხბურთელი პარტენოპეიში სეზონის ბოლომდე იჯარის წესით ითამაშებს.

ცნობილია, რომ აურელიო დე ლაურენტისს მისი გამოსყიდვის უფლებაც ექნება, საიჯარო ხელშეკრულებაში კი გამოსასყიდ თანხად 9 მილიონი ევრო ჩაიწერა. რომანო წერს, რომ ნეაპოლში სამედიცინო შემოწმებაც ჩაინიშნა, რომელსაც დენდონკერი უახლოეს საათებში გაივლის და ხელშეკრულებაც ოფიციალურად გაფორმდება.

შეგახსენებთ, რომ 28 წლის ლეანდერ დენდონკერი „ასტონ ვილაში“ 2022 წლიდან თამაშობს და ამ დრომდე, კლუბის მაისურით ყველა ტურნირზე 36 შეხვედრა ჩაატარა, თავი კი 1 გოლით გამოიჩინა. დენდონკერი ბელგიის ნაკრების ღირსებასაც იცავს და ეროვნულ გუნდში 32 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დანაკლისი დიდია - ნაპოლი ლაციოსთან მატჩს სერიოზული პრობლემებით ხვდება
დანაკლისი დიდია - ნაპოლი ლაციოსთან მატჩს სერიოზული პრობლემებით ხვდება