შოთა არველაძე, ბაშაქშეჰირი
Aa
Aa

“ფეხბურთელებს 1 ქულას ვულოცავ“ - არველაძე ბაშაქშეჰირთან მატჩის შემდეგ

თურქეთის სუპერ ლიგის მორიგ ტურში შოთა არველაძის „კარაგუმრუკი“ „ბაშაქშეჰირს“ დაუპირისპირდა და 1 ქულა მოიპოვა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. თამაშის შემდეგ, ქართველმა სპეციალისტმა კომენტარი გააკეთა.

რა თქვა არველაძემ?

„რთული მატჩი იყო. როგორც მე გავაანალიზე, „ბაშაქშეჰირი“ ძალიან ხარისხიანი გუნდია. პირველი ტაიმის ბოლოს გოლი გავუშვით. შემდეგ 10 კაცით დავრჩით, მაგრამ არ დავნებდით და ქულა ავიღეთ. ხასიათის გამოვლენა გვჭირდება!

არიან ფეხბურთელები, რომლებიც კარგად თამაშობენ და არიან ისეთები, რომლებიც ძალიან კარგად თამაშობენ. დაცვაში გვიჭირს, რადგან ტრავმირებული ფეხბურთელები გვყავს. ჩემს ფეხბურთელებს 1 ქულის აღება მინდა მივულოცო.“

შეგახსენებთ, რომ 21 ტურის შემდეგ, „კარაგუმრუკს“ 21 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზე იმყოფება.

შემდეგ ტურში, შოთა არველაძის გუნდი „ანკარაგიუჯუს“ ესტუმრება. აღნიშნული დაპირისპირება 24 იანვრით თარიღდება და თბილისის დროით 18:00-დან დაიწყება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    ყველაზე მაღალი შეფასება - მამარდას მე-7 მშრალი მატჩი და ზედიზედ მე-4 გამარჯვება
    ყველაზე მაღალი შეფასება - მამარდას მე-7 მშრალი მატჩი და ზედიზედ მე-4 გამარჯვება