გიორგი ჩაკვეტაძე
Aa
Aa

მაგარი მომენტი შექმნა - ჩაკვეტაძის კარგი თამაში ბრისტოლთან

ინგლისის ჩემპიონშიფის 28-ე ტურში „ბრისტოლისა’’ და „უოტფორდის’’ შეხვედრა 1:1 დასრულდა.

სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში მარცხენა გარემარბის პოზიციაზე გიორგი ჩაკვეტაძემ ითამაშა, მთავარმა მწვრთნელმა ვალერიენ ისმაელმა 89-ე წუთზე შეცვალა. 

ჩაკვეტაძე მეორე ტაიმთან შედარებით პირველ ტაიმში უფრო ეფექტური იყო, განსაკუთრებით აღსანიშნავია პირველი ტაიმის მიწურულს შესრულებული საკვანძო გადაცემა, თუმცა ქართველის მიერ შექმნილი ბრწყინვალე შანსი კოლუმბიელმა ასპრილიამ ვერ გამოიყენა.

ჩაკვეტაძის ბრწყინვალე თამაში

ჩაკვეტაძე ბურთს 54-ჯერ შეეხო, მისი 31 პასიდან 25 ზუსტი იყო. მის აქტივში 3 საკვანძო გადაცემაა. დრიბლინგის სამი მცდელობიდან წარმატებული მხოლოდ 1 იყო. კარისკენ ერთხელ დაარტყა და დაუბლოკეს. მინდორზე 7-დან 2 ორთაბრძოლა მოიგო, მეორე სართულზე ერთი დუელი ჰქონდა და გამარჯვებული გამოვიდა. მის წინააღმდეგ თამაშის წესი ორჯერ დაარღვიეს, თავად არ დაურღვევია.

მეორე ტაიმში ჩაკვეტაძეს საუკეთესო თვისებების გამოვლენა გაუჭირდა, მატჩის მიწურულს შეცვალეს.

ჩაკვეტაძის გამორჩეული მომენტები ბრისტოლთან

 

ინგლისის ჩემპიონშიფის მიმდინარე სეზონში „უოტფორდმა'' 28 ტურში 40 ქულა დააგროვა და მე-9 ადგილზეა, საუკეთესო ექვსეულს მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება.

გიორგი ჩაკვეტაძემ ჩემპიონშიფის მიმდინარე სეზონში 22 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი შეაგდო და 2 საგოლე პასი შეასრულა. აღსანიშნავია, რომ „უოტფორდის'' ბოლო ხუთ შეხვედრაში სასტარტოში ითამაშა (4 - ჩემპიონშიფი, 1 - ინგლისის ასოციაციის თასი).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები