ბოსტონ სელტიკსი, სანდრო მამუკელაშვილი, სან ანტონიო სპურსი
Aa
Aa

მამუკელაშვილის 4 წუთი - სან ანტონიოს მარცხი ბოსტონში

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო სპურსმა“ მორიგი შეხვედრა გამართა და ამჯერად „ბოსტონ სელტიკსთან“, 19 ქულის სხვაობით, 117:108 დამარცხდა.

მამუკელაშვილი მოედანზე მეოთხე მეოთხედში გამოჩნდა, როდესაც მატჩის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო. გრეგ პოპოვიჩმა ქართველი კალათბურთელი მხოლოდ 4 წუთი ათამაშა და ამ დროის განმავლობაში სანდრომ 2 ქულის ჩაგდება და 2 მოხსნის შესრულება მოასწრო, ასევე, ერთხელ გაისროლა პერიმეტრიდან, თუმცა, არაზუსტად.

ქულების რაოდენობით საუკეთესო შედეგი „სპურსის“ ლიდერმა, ვიქტორ ვემბანიამამ აჩვენა - 27 ქულა, 5 მოხსნა, 1 ასისტი 26 წუთში, მატჩის საუკეთესო კალათბურთელი კი ჯეისონ ტატუმი გახდა - 24 ქულა, 5 მოხსნა, 2 ასისტი 31 წუთში.

40 ტურის შემდეგ სან ანტონიო 7 მოგებითა და 33 მარცხით დასავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში კვლავ ბოლო ადგილზე იმყოფება. მამუკელაშვილის გუნდი მომდევნო შეხვედრას 20 იანვარს „შარლოტ ჰორნეტსთან“ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბითაძის ორმაგი დუბლი - ორლანდო ატლანტასთან ბოლო წამებზე დამარცხდა
ბითაძის ორმაგი დუბლი - ორლანდო ატლანტასთან ბოლო წამებზე დამარცხდა