ბარსელონა, მადრიდის რეალი, კარლო ანჩელოტი
Aa
Aa

“ემოციურად გუნდი მოტივირებულია“ - ანჩელოტი ელ კლასიკოს წინ

ესპანეთის სუპერ თასის ფინალში ერთმანეთს „რეალი“ და „ბარსელონა“ დაუპირისპირდებიან. მატჩის წინ, მადრიდული გრანდის მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

რა თქვა ანჩელოტიმ?

„თავს მშვიდად და კარგად ვგრძნობთ. ემოციურად გუნდი მოტივირებულია. სეზონის პირველ ტიტულთან ახლოს ვართ. გამარჯვებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. კარვახალს დასვენებისთვის კიდევ ერთი დღე დასჭირდა, რადგან ის უკვე ვეტერანია, მაგრამ თავს კარგად გრძნობს. შემადგენლობა შევარჩიე, მაგრამ არ გეტყვით, თუ ვინ ითამაშებს.

ჩავი „ბარსელონაში“ შესანიშნავ სამუშაოს ასრულებს. მას ჩემნაირი გამოცდილება არ აქვს, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ უკვე კარგი სამწვრთნელო კარიერა აქვს. ტონი კროოსზე ვერანაირი სტვენა ვერ იმოქმედებს. თუ „ბარსელონაზე“ კარგად ვითამაშებთ, თასს აუცილებლად ჩვენ მოვიგებთ.

მადრიდის „რეალი“ შურისძიებისთვის არ თამაშობს. „ელ კლასიკო“ ეს არის დაუვიწყარი მუდმივი დაპირისპირება, რომელიც არასდროს სრულდება. ხან „რეალი“ მოიგებს, ხან „ბარსელონა“. ფერლან მენდი ჩემთვის მსოფლიოს საუკეთესო მარცხენა მცველია. მას კიდევ უფრო მეტად შეუძლია გაუმჯობესება.“

ცნობისთვის, ესპანეთის სუპერ თასის ფინალი 14 იანვრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება. ცნობისთვის, „სამეფო კლუბმა“ ნახევარფინალში „ატლეტიკოს“ 5:3 მოუგო, ხოლო „ბარსელონამ“ „ოსასუნას“ 2:0 აჯობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პოსტსაბჭოთა სივრცის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები - კვარა პირველია
პოსტსაბჭოთა სივრცის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები - კვარა პირველია