პეპ გუარდიოლა
Aa
Aa

გუარდიოლა: პრემიერ ლიგის ზედიზედ 4-ჯერ მოგება შეგვიძლია

პეპ გვარდიოლას სჯერა, რომ „მანჩესტერ სიტის“ პრემიერ ლიგის ზედიზედ მეოთხედ მოგება შეუძლია.

„ახლა, დიახ, მე ამის მჯერა. კიდევ რამდენი ქულა შეგვიძლია ავიღოთ? დარჩა 18 თუ 19 მატჩი? ჩვენ მხოლოდ ხუთი ქულით ჩამოვრჩებით კონკურენტებს, რაც სტატისტიკურად შესაძლებელია მოხდეს. ჩვენ გვინდა შევქმნათ მემკვიდრეობა და დინასტია.

ეს რეალურია? ამ დროისთვის ეს ჯერ კიდევ შორს არის, ასე რომ არ ვიცი. ჯერ არ გვქონდა დრო, რომ ტრიპლეტის მოგების შემდეგ, ფსიქიკურად გამოვჯანმრთელდეთ. ვფიქრობ, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატმა ნაპერწკლის პოვნის შესაძლებლობა მოგვცა.

ამ სეზონში უკვე ორი თასი მოვიგეთ. ლივერპული ამჟამად დაუჯერებლად თამაშობს, ისინი მრავალი წელია საუკეთესო მომენტებს განიცდიან. კლოპის გუნდი კარგ ფორმაშია",

- თქვა გუარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ „ლივერპული“ პრემიერ ლიგაში 45 ქულით პირველია. „მანჩესტერ სიტი“ მათ 5 ქულით ჩამორჩება და მე-3 ადგილზეა, თუმცა „ქალაქელებს“ თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
არ მაინტერესებს, მინდორს მიღმა რა ხდება - მაცარი ჯუღელი-ოსიმენის დაპირისპირებაზე
არ მაინტერესებს, მინდორს მიღმა რა ხდება - მაცარი ჯუღელი-ოსიმენის დაპირისპირებაზე