ანზორ მექვაბიშვილი
Aa
Aa

ინტერესი უკრაინიდან | კალანდაძესა და მექვაბიშვილს მსურველები გამოუჩნდნენ

„დინამო თბილისის“ ფეხბურთელები, ალექსანდრე კალანდაძე და ანზორ მექვაბიშვილი უკრაინული კლუბების რადარზე მოექცნენ. უკრაინული პრესის ინფორმაციით, მექვაბიშვილის ტრანსფერზე 3 კლუბი ფიქრობს, კალანდაძე კი „დინამო კიევს“ შესთავაზეს.

როგორც ირკვევა, კიეველებმა კალანდაძის გადაბირებაზე უარი თქვეს, მაგრამ არსებობს ალბათობა, რომ მის თაობაზე, „დინამო თბილისს“ სხვა უკრაინული კლუბები დაუკავშირდნენ. მექვაბიშვილს რაც შეეხება, მის გაფორმებას „ლნზ ჩერკასი“, „შახტარი“ და „ჟიტომირი“ განიხილავენ.

„დინამო თბილისს“ ოფიციალური წინადადება ჯერ არ მიუღია, მაგრამ უკრაინულ პრესაში ირწმუნებიან, რომ ინტერესი სერიოზულია და ვითარება უახლოეს პერიოდში შეიცვლება. Transfermarkt-ზე მექვაბიშვილის ღირებულება 1 მილიონი ევროა, კალანდაძე კი 600 000 ევროდაა შეფასებული.

შეგახსენებთ, რომ ახლო წარსულში, კალანდაძე „ტრაბზონსპორს“ დაუკავშირეს, მექვაბიშვილით კი „ბოლონია“ იყო დაინტერესებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სამარცხვინო ხარ“ | ვიქტორ ოსიმენი მამუკა ჯუღელს დაუპირისპირდა
„სამარცხვინო ხარ“ | ვიქტორ ოსიმენი მამუკა ჯუღელს დაუპირისპირდა