ტიმო ვერნერი
Aa
Aa

ოფიციალურად - ვერნერი ტოტენჰემის ფეხბურთელია

ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად განიხილებოდა ტიმო ვერნერის საკითხი. გერმანელ ფეხბურთელს „ტოტენჰემში“ გადაბარგებას უწინასწარმეტყველებენ.

სულ ცოტა ხნის წინ კი „დეზების“ ოფიციალურმა გვერდმა გვამცნო, რომ ტიმოს ტრანსფერი შედგა. გერმანელი შემტევი ლონდონურ კლუბს 6-თვიანი იჯარის წესით შეუერთდა და გამოსყიდვის უფლებაც ექნება.

„ტოტენჰემში“ ტრანსფერი მისი კარიერის გადარჩენის შესანიშნავი საშუალებაა. მიმდინარე სეზონში 27 წლის ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე ერთად 14-ჯერ მოირგო, 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა. ჯამში ვერნერმა 2023/2024 წლების სეზონში მხოლოდ 386 წუთი ითამაშა და ძირითად შემადგენლობაში ორჯერ გამოჩნდა.

ვერნერის კარიერა მაშინ აირია, როდესაც „ლაიპციგიდან“ „ჩელსიში“ გადავიდა. ტიმო „არისტოკრატებში“ 2020/2022 წლებში თამაშობდა. ამ პერიოდის განმავლობაში მან 83 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 23 გოლი გაიტანა და 21 საგოლე გადაცემა შეასრულა. ამის შემდეგ კი „რედ ბულის“ გუნდს დაუბრუნდა.

ცნობისთვის, ვერნერს „მანჩესტერ იუნაიტედიც“ ეპატიჟებოდა, თუმცა თავად ფეხბურთელმა ლონდონური კლუბი აირჩია. ასევე გეტყვით, რომ ტიმო „დეზებში“ იჯარის წესით გადადის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ალ ხელაიფი: “პსჟ მბაპესთვის საუკეთესო კლუბია“
ალ ხელაიფი: “პსჟ მბაპესთვის საუკეთესო კლუბია“