კრიშტიანუ რონალდუ, ალ ნასრი
Aa
Aa

კონტრაქტი გააფორმა - რონალდუ ჯუნიორი ალ ნასრის U15-ში ითამაშებს

გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტი და ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო კრიშტიანუ რონალდუს შვილთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

ინსაიდერის თქმით, რონალდუ ჯუნიორი „ალ ნასრის“ 15-წლამდე გუნდში ითამაშებს. პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის შვილმა არაბულ გუნდთან ოფიციალური კონტრაქტი გააფორმა.

ჯუნიორი რამდენიმე დღეში ვარჯიშს დაიწყებს. ცნობილია, რომ მისი ოცნება საკუთარ მამასთან ერთად ერთ გუნდში თამაშია და არ არის გამორიცხული, რომ მომავალ სეზონში ასეთი შემთხვევა დაფიქსირდეს.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუსთვის 2023 წელი წარმატებული აღმოჩნდა. „ალ ნასრის“ შემტევმა ყველაზე მეტი 54 გოლი გაიტანა და წლის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩავის გარისკვა არ სურს - ბარსელონა ფელიქსს არ გამოისყიდის
ჩავის გარისკვა არ სურს - ბარსელონა ფელიქსს არ გამოისყიდის