არწმუნებენ, რომ ბაიერნთან კონტრაქტი არ გაახანგრძლივოს | რეალი დევისს უმიზნებს
Aa
Aa

არწმუნებენ, რომ ბაიერნთან კონტრაქტი არ გაახანგრძლივოს | რეალი დევისს უმიზნებს

მადრიდის „რეალს“ „ბაიერნის“ ფეხბურთელის, ალფონსო დევისი გაფორმება სურს. „სამეფო კლუბს“ იმედი აქვს, რომ კანადელ უკანახაზელს ზაფხულში გადაიყვანს და ყველაფერს აკეთებს, რათა მან „რეკორდმაისტერთან“ ხელშეკრულება არ გაახანგრძლივოს.

Sky Sport Germany-ის ცნობით, „ბლანკოსის“ სკაუტი, ხუნი კალაფატი ცდილობს, დევისი დაიყოლიოს, რომ ალფონსომ „ბაიერნთან“ ახალი ხელშეკრულება არ დადოს. „რეალის“ ხელმძღვანელებს მასთან რამდენიმე თვეა კონტაქტი აქვთ და მზად არიან, მიუნხენურ გრანდს წინადადებით ზაფხულში მიმართონ.

დევისსა და „ბაიერნს“ შორის ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მაგრამ ხელფასის საკითხი სერიოზულ გამოწვევად რჩება. ფეხბურთელი ყოველწლიურად 10-დან 13 მილიონ ევრომდე ითხოვს, რაზეც მიუნხენელები ჯერჯერობით უარს აცხადებენ. საგულისხმოა, რომ დევისი „ბაიერნში“ თავს კომფორტულად გრძნობს და ადგილსამყოფლის გამოცვლაზე ჯერ არ ფიქრობს.

ცნობისთვის, Transfermarkt-ზე დევისის ღირებულება 70 მილიონი ევროა. მიმდინარე სეზონში, მან მონაწილეობა 23 შეხვედრაში მიიღო და მის ანგარიშზე 3 შედეგიანი გადაცემაა. ალფონსოს კლუბთან ხელშეკრულება 2025 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტორინოსთან მარცხის შემდეგ, ნაპოლიმ ფეხბურთელები სასტუმროში გამოკეტა
ტორინოსთან მარცხის შემდეგ, ნაპოლიმ ფეხბურთელები სასტუმროში გამოკეტა