ნაპოლი, ვიქტორ ოსიმენი, ლონდონის არსენალი
Aa
Aa

ოსიმენის მეგობარი: “არსენალი გამოსასყიდი თანხის გადასახდელად მზად არის“

როგორც მოგეხსენებათ, ვიქტორ ოსიმენმა „ნაპოლისთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა და კლუბის ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდა.

წესით, ნიგერიელი თავდამსხმელის ეს გადაწყვეტილება ნეაპოლელი გულშემატკივრებისთვის სასიხარულო უნდა იყოს და ასეც არის, მაგრამ განსხვავებული მოსაზრება აქვს ვიქტორის მეგობარს და ჟურნალისტს ომა აკატუგბას.

რა თქვა აკატუგბამ?

„ყველამ იცის, რომ ოსიმენის ოცნება პრემიერ ლიგაში თამაშია. არსებობს ჭორები, რომ „არსენალი“ გამოსასყიდი თანხის გადასახდელად მზად არის. ვფიქრობ, თუ ეს ასე მოხდება ვიქტორი „ნაპოლისთან“ მეგობრულ ურთიერთობას შეინარჩუნებს, რადგან მისი ტრანსფერით გუნდი დიდ თანხას მიიღებს."

მჯერა, რომ ოსიმენის განზრახვა აქ დარჩენაა, მაგრამ თავისუფლად არის შესაძლებელი, რომ შემდეგ სეზონში ის პრემიერ ლიგაში ვიხილოთ. ამის დიდი შანსია და დამალვას აზრი არ აქვს.“

შეგახსენებთ, რომ ოსიმენი სერია ა-ს მოქმედ ჩემპიონს 2020 წელს შეუერთდა. 2020 წლიდან დღემდე, 25 წლის თავდამსხმელმა „ნაპოლის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 119-ჯერ მოირგო, 67 გოლი გაიტანა და 17 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მაგარი კადრები | მეცმა გიორგი მიქაუტაძე წარადგინა
მაგარი კადრები | მეცმა გიორგი მიქაუტაძე წარადგინა