ბაიერნი, თორნიკე შენგელია, ვირტუს ბოლონია
Aa
Aa

ბაიერნი დამარცხებულია - შენგელიას სუპერ მატჩი ევროლიგაზე

ევროლიგის მორიგ ტურში „ვირტუს ბოლონიამ“ „ბაიერნს“ უმასპინძლა. გულშემატკივრებმა საოცარი დაპირისპირება იხილეს, რომელიც მასპინძლების გამარჯვებით 85:83 დასრულდა.

როგორც ყოველთვის, თორნიკე შენგელია ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა და ბრწყინვალე მატჩი ჰქონდა.

ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე არასრული 32 წუთი გაატარა. ამ პერიოდის განმავლობაში შენგელიამ 18 ქულას, 5 მოხსნას და 3 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა შვიდი 3-ქულიანი ისროლა, საიდანაც ზუსტი ორი აღმოჩნდა. თორნიკემ 2-ქულიანი ასევე შვიდჯერ ისროლა და აქედან ზუსტი 4 აღმოჩნდა. რაც შეეხება საჯარიმო ტყორცნებს, 6-დან 4-ჯერ ჩააგდო.

5 მოხსნიდან შენგელიამ 4 საკუთარ ფარზე შეასრულა, ხოლო ერთი მოწინააღმდეგის. თორნიკემ მატჩში 1 პერსონალური ფოლი მიიღო. აღსანიშნავია, რომ „ვირტუს ბოლონიაში“ მასზე კარგი შედეგი არავის ჰქონია.

ამ გამარჯვების შემდეგ, „ბოლონიას“ 13 მოგება დაუგროვდა და ლიდერობისთვის „ბარსელონას“ და „რეალს“ ებრძვის. ამ მომენტისთვის, იტალიური კლუბი სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე იმყოფება. შემდეგ ტურში „ვირტუსი“ „ალბა ბერლინს“ შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სასტარტოში ითამაშა და ყველა ბურთი ჩააგდო | ბითაძის კარგი მატჩი გოლდენ სტეიტთან
სასტარტოში ითამაშა და ყველა ბურთი ჩააგდო | ბითაძის კარგი მატჩი გოლდენ სტეიტთან