თორნიკე შენგელია
Aa
Aa

მორიგი აღიარება | შენგელია ტურის ოცნების გუნდში

„ვირტუს ბოლონიას“ ქართველმა კალათბურთელმა, თორნიკე შენგელიამ კიდევ ერთი აღიარება მოიპოვა. საქართველოს ნაკრების კაპიტანი იტალიის ჩემპიონატის, Lega A-ს მე-14 ტურის ოცნების გუნდში მოხვდა.

შენგელია „პეზაროსთან“ ნაჩვენები ბრწყინვალე თამაშის გამო გამოარჩიეს. მის გარდა, ტურის სიმბოლურ ნაკრებში ნიკოლო მანიონი, ოლივიე ჰანლანი, აკილე პოლონარა და ამედეო ტესიტორი მოხვდნენ.

ცნობისთვის, „ვირტუს ბოლონიამ“ „პეზაროს“ 83:66 მოუგო და შენგელიამ საკუთარი გუნდის წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. თორნიკე ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო იყო და მატჩი 22 ქულით, 5 მოხსნითა და 4 შედეგიანი გადაცემით დაასრულა.

გეტყვით იმასაც, რომ „ვირტუს ბოლონიას“ 10 მოგება და 4 წაგება აქვს და იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილის მე-3 პოზიციას იკავებს. ბოლონიურ კლუბს მომდევნო შეხვედრა ევროლიგაზე ელის და დღეს „ბაიერნს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სასტარტოში ითამაშა და ყველა ბურთი ჩააგდო | ბითაძის კარგი მატჩი გოლდენ სტეიტთან
სასტარტოში ითამაშა და ყველა ბურთი ჩააგდო | ბითაძის კარგი მატჩი გოლდენ სტეიტთან