ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, მონცა
Aa
Aa

“რა დაემართა ქართველს?“ - CalcioNapoli24-ი კვარაზე წერს

სერია ა-ს გასულ ტურში „ნაპოლიმ“ წლის ბოლო მატჩი გამართა. მოქმედი ჩემპიონი საკუთარ კედლებში „მონაცს“ დაუპირისპირდა და ქულები დაკარგა. შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა.

მატჩის შემდეგ, იტალიურმა მედიამ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ დაწერა.

რას წერს CalcioNapoli24?

„რა დაემართა ქართველს? „მონცასთან“ მატჩში მხოლოდ ერთხელ გაიბრწყინა და მარჯვენა ფეხით დაარტყა. როგორ უნდა ავხსნათ კვარას დაცემა? გადაჭარბებულია, თუ არა ეს შეფასება? ისწავლეს, თუ არა სერია ა-ს მცველებმა მის წინააღმდეგ თამაში? ისე ჩანს თითქოს მის წინააღმდეგ 2 ფეხბურთელის პერსონალურად დაყენება გაჩერების გარანტიაა. მას დამაგვირგვინებელ ფაზაშიც პრობლემები მაქვს.“

შეგახსენებთ, რომ ამ მატჩის შემდეგ, „ნაპოლის“ 28 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მერვე ადგილზე იმყოფება. შემდეგ მატჩს „პარტენოპეი“ 2024 წლის 7 იანვარს, სტუმრად „ტორინოს“ წინააღმდეგ გამართავს.

ხვიჩას ყველა მომენტი „მონცასთან“


მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„როგორ უნდა შეაჩერო კვარა?“ | რა თქვა მონცას ფეხბურთელმა ხვიჩაზე
„როგორ უნდა შეაჩერო კვარა?“ | რა თქვა მონცას ფეხბურთელმა ხვიჩაზე