გიორგი ჩაკვეტაძე, უოტფორდი
Aa
Aa

ჩაკვეტაძის ბრწყინვალე პასი - უოტფორდმა პრესტონი გაანადგურა

ინგლისის ჩემპიონშიფის 22-ე ტურში „პრესტონი'' შინ „უოტფორდთან'' 1:5 განადგურდა. გიორგი ჩაკვეტაძე გამარჯვებულთა სასტარტო შემადგენლობაში კვლავ ვერ მოხვდა, თამაშში 83-ე წუთზე ჩაერთო და თავი ერთი კარგი გადაცემით გამოიჩინა, როცა თანაგუნდელის მისამართით საჯარიმოში კარგად ჩააწოდა, მაგრამ მისი დარტყმა კარს მცირე მანძილით აცდა.

მოცემულ ვიდეოში კარგად ჩანს ჩაკვეტაძის გავლენა „უოტფორდის'' თამაშზე, შეტევას იწყებს, შემდეგ მეტოქის ნახევარზე აქტიურობს, განსაკუთრებით აღსანიშნავი მისი მეორე პასია, როცა მილეტა რაიოვიჩმა ვერ შეაგდო.

ფაქტია, „უოტფორდის'' მთავარი მწვრთნელი ვალერიენ ისმაელი ქართველ ნახევარმცველს არ ენდობა, ქართველმა ფეხბურთელმა ჩემპიონშიფის მიმდინარე სეზონში 16 მატჩში ითამაშა, თუმცა სასტარტოში მხოლოდ ორჯერ მოხვდა. ბოლო სამი შეხვედრიდან ჩაკვეტაძე სამივე მატჩში სასტარტოს მიღმა იყო, „საუთჰემპტონთან'' 10 წუთი ითამაშა, „იფსვიჩთან'' ისამელმა ბოლომდე სკამზე დატოვა, ცვლილებაზე არ გამოიყვანა, დღეს კი გიორგიმ 7 წუთი გაატარა მინდორზე (არ იგულისხმება მსაჯის მიერ დამატებული დრო).

ჩემპიონშიფში 22 ტურის შემდეგ „უოტფორდი'' 31 ქულით მე-9 ადგილზეა, საუკეთესო ექვსეულს მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები