ბორდო, ზურიკო დავითაშვილი, ალბერტ რიერა
Aa
Aa

ზედიზედ მეორედ სასტარტოს მიღმა - დავითაშვილმა კარგი მომენტი ვერ გამოიყენა

„ბორდოს'' მთავარმა მწვრთნელმა ალბერტ რიერამ ლიგა 2-ის ზედიზედ მეორე მატჩში ზურიკო დავითაშვილი სასტარტოში არ გაამწესა. მე-18 ტურში „სენტ-ეტიენთან'' დავითაშვილი თამაშში მე-60 წუთზე ჩაერთო, ქართველი შემტევი აქტიურობდა და ერთხელ კარისკენ სახიფათოდ დაარტყა, როცა მეტოქის მცველებმა უმეთვალყურეოდ დატოვეს, თუმცა დარტყმას სიზუსტე დააკლდა. ასევე უნდა ითქვას, რომ მეკარე ვითარებას აკონტროლებდა.

 

საბოლოოდ, შეხვედრა 0:0 დასრულდა, „ბორდო'' 19 ქულით მე-19 ადგილზეა, გასავარდნ ზონაში რჩება, ჟირონდული კლუბი შემდეგ ტურში „დიუნკერკს'' ესტუმრება (19 დეკემბერი).

ზურიკომ დღევანდელ შეხვედრაში 14 პასი შეასრულა, მათგან 12 ზუსტი იყო, ბურთი 6-ჯერ დაკარგა, დრიბლინგის ორი მცდელობიდან ორივე წარმატებული იყო. მინდორზე ორი ორთაბრძოლიდან ორივე მოიგო. მისი ერთი დარტყმა დაბლოკეს, მეორე კი კარს აცდა.

ამ სეზონში ზურიკო დავითაშვილმა 18-ვე ტურში ითამაშა, სასტარტოში 14-ჯერ მოხვდა, 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი შეასრულა. ქართველი შემტევის უგოლო სერია 9-მატჩიანია. ბოლოს 3 ოქტომბერს „კაენს'' შეუგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები