რეალი, ბაიერნი, მანჩესტერ სიტი
Aa
Aa

Goal-ის ვერსიით, ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტი რეალია

ცნობილი სპორტული გამოცემა Goal-ი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, ტურნირის ფავორიტთა სიას აქვეყნებს.

Goal-ის ვერსიით, ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი მადრიდის „რეალია“. სამეულში კი „მანჩესტერ სიტის“ და მიუნხენის „ბაიერნი“ იმყოფება.

ასევე აღსანიშნავია, რომ „რეალმაც" და „სიტიმაც" ჯგუფური ეტაპი მაქსიმალური შედეგით 6-6 მოგებით დაასრულეს.

1/8-ფინალების წილისყრა ორშაბათს (15:00) 18 დეკემბერს გაიმართება.

ჩემპიონთა ლიგის ფავორიტთა რეიტინგი Goal-ის მიხედვით ასეთია:

1  მადრიდის რეალი, 2 - მანჩესტერ სიტი, 3 - ბაიერნი, 4 - დორტმუნდის ბორუსია, 5 - რეალ სოსიედადი, 6 - მადრიდის ატლეტიკო,  7 - არსენალი, 8 - ინტერი, 9 -  ბარსელონა, 10 - ნაპოლი, 11 - პსჟ, 12 - ლაიფციგი, 13 - პორტუ, 14 - კოპენჰაგენი, 15 -  პსვ, 16 - ლაციო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Gazzetta: ოსიმენი შესაძლოა სერია A-ს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდეს
Gazzetta: ოსიმენი შესაძლოა სერია A-ს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდეს