გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

„ვიცით, რომ მსურველები ჰყავს“ | ვალენსიას ხელმძღვანელი მამარდაშვილზე

„ვალენსიას“ პრეზიდენტი, ლეიჰუნ ჩანი კლუბის აქციონერებს შეხვდა და მათ შეკითხვებს უპასუხა. „ღამურების“ აქციონერები „ჩეს“ სატრანსფერო გეგმებით დაინტერესდნენ და კლუბის პირველ პირს გიორგი მამარდაშვილის შესახებაც ჰკითხეს.

„ამ მომენტისთვის, ზამთარში ტრანსფერების განსახორციელებლად საჭირო ბიუჯეტი არ გვაქვს, მაგრამ ვნახოთ, რა მოხდება. თუ თანხის დაზოგვა გამოგვივა, შევეცდებით, ვინმე დავიმატოთ. მესმის, ასეთ შეკითხვებს რატომ მისვამთ და როცა დრო მოვა, შევეცდებით, შექმნილი სიტუაციის მიხედვით ვიმოქმედოთ.

გიორგი მამარდაშვილისა და ხავი გერას მომავალი? მათ თაობაზე შეთავაზებები არ მიგვიღია, მაგრამ ვიცით, რომ არიან კლუბები, რომლებსაც მათი გაფორმება სურთ“.

შეგახსენებთ, რომ ბრიტანულ პრესაში მამარდაშვილი „მანჩესტერ იუნაიტედს“ დაუკავშირეს. TeamTalk-ის ცნობით, „წითელი ეშმაკები“ „მამარდას“ გადაბირებას ეცდებიან და მას ანდრე ონანას შემცვლელად მოიაზრებენ. „ოლდ ტრაფორდის“ ბინადრების გარდა, „ნიუკასლის“ ვარიანტიც გაჟღერდა, რომელსაც ნიკ პოუპის ტრავმის გამო, მეკარის პოზიციაზე სერიოზული პრობლემები აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვოლკანოვსკი თუ თოფურია? | როგორია ბრაის მიტჩელის პროგნოზი
ვოლკანოვსკი თუ თოფურია? | როგორია ბრაის მიტჩელის პროგნოზი