ჯუდ ბელინგემი
Aa
Aa

მაისურის გაცვლა ბეტისის რამდენიმე ფეხბურთელმა სთხოვა | ბელინგემის მაგარი ჟესტი

ესპანეთის ლა ლიგის მე-16 ტურში, „რეალი“ „ბეტისს“ დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა და მადრიდელთა მხრიდან თავი ჯუდ ბელინგემმა გამოიჩინა, რომელთან დაკავშირებითაც, ესპანურ პრესაში საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა.

Marca-ს ცნობით, მატჩის მიმდინარეობისას, ბელინგემს მაისურის გაცვლა „ბეტისის“ რამდენიმე ფეხბურთელმა სთხოვა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჯუდი ტრიბუნებზე შეკრებილ გულშემატკივრებს დაემშვიდობა და გასახდელისკენ ისე გაემართა, რომ „ვერდიბლანკოს“ მოთამაშეებისთვის მაისური არ გაუცვლია.

„ბელინგემმა დატოვა შთაბეჭდილება, თითქოს ფრემ ცუდ გუნებაზე დააყენა და ბეტისის ფეხბურთელების თხოვნა გადაავიწყდა, მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა“, - წერს Marca და აცხადებს, რომ საფინალო სასტვენიდან დაახლოებით ოცი წუთის შემდეგ, ჯუდმა სევილიელთა გასახდელში შესვლის ნებართვა ითხოვა და „ბეტისის“ ფეხბურთელებს, რომლებმაც თხოვნით მიმართეს, 3 მაისური აჩუქა.

ცნობისთვის, ინგლისელ ნახევარმცველს საოცარი სეზონი აქვს და ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირია. მან 14 შეხვედრაში 12 გოლი გაიტანა, ჩემპიონთა ლიგაზე კი თავი 4-ჯერ გამოიჩინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მე-3 რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით მოიგებს“ | ალჯოს პროგნოზი მერაბისა და სეხუდოს ჩხუბზე
„მე-3 რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით მოიგებს“ | ალჯოს პროგნოზი მერაბისა და სეხუდოს ჩხუბზე