„ბუნებრივია, რომ ცოტა დაბნეული და პროგნოზირებადი გახდა“ - მაცარი კვარაზე
Aa Aa
11 დეკემბერი 2023  |  21:22

„ბუნებრივია, რომ ცოტა დაბნეული და პროგნოზირებადი გახდა“ - მაცარი კვარაზე

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, ვალტერ მაცარიმ „ბრაგასთან“ მატჩამდე იტალიურ სააგენტო Mediaset-თან ისაუბრა და ხვიჩა კვარაცხელიასაც შეეხო. იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ძველი ხვიჩა მალე დაბრუნდება.

რა თქვა მაცარიმ:

სამწუხაროდ, სასტარტო შემადგენლობის მცველები გვაკლია. ნათანი ხანდახან მეტოქესთან ერთი-ერთზე დატოვებაში ეხმარება. მეორეს მხრივ, ის მუდამ ყურადღების ცენტრშია, მარჯვენა და მარცხენა ფლანგებზე მუდამ ყურადღებით მეურვეობენ და ნორმალურია, რომ წელს ცოტა დაბნეული და პროგნოზირებადია. მაგრამ, ის ძალიან სერიოზული და ჭკვიანი ბიჭია. მალე დაუბრუნდება იმას, რაც იყო.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში საკუთარ მოედანზე პორტუგალიურ „ბრაგას“ დაუპირისპირდება. მატჩი 12 დეკემბერს, საქართველოს დროით 23:55 საათიდან გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

ასევე დაგაინტერესებთ
ნაპოლი VS ბრაგა - მატჩის წინ
ნაპოლი VS ბრაგა - მატჩის წინ