გრანადა, ატლეტიკ ბილბაო
Aa
Aa

გრანადასა და ატლეტიკის მატჩზე გულშემატკივარი გარდაიცვალა - შეხვედრა აღარ გაგრძელდება

ესპანეთის ლა ლიგის მე-16 ტურში საკმაოდ სამწუხარო შემთხვევა დაფიქსირდა. „გრანადასა“ და ბილბაოს „ატლეტიკის“ მატჩის მიმდინარეობისას ტრიბუნაზე მასპინძელი გუნდის გულშემატკივარი გარდაიცვალა.

მე-17 წუთზე, როდესაც ანგარიში „ატლეტიკის“ სასარგებლოდ 0:1 იყო, ფეხბურთელების მოთხოვნით მთავარმა მსაჯმა შეხვედრა შეაჩერა, მიზეზი კი ტრიბუნაზე ერთ-ერთი გულშემატკივრის შეუძლოდ გახდომა გახდა. უცნობ პიროვნებას ორივე გუნდის სამედიცინო პერსონალმა პირველადი დახმარება აღმოუჩინა, რის შემდეგაც საქმეში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი ჩაერთო.

სასწარფო დახმარების ბრიგადამ მამაკაცი უახლოეს კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა, მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. უცნობი მამაკაცის გარდაცვალების მიზეზად გულის შეტევა დასახელდა, ინფორმაცია კი „ატლეტიკის“ ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

მომხდარის გამო, მატჩი 20 წუთის განმავლობაში შეჩერებული იყო და ტრიბუნაზე შეკრებილმა გულშემატკივარმა მამაკაცის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ადგილზე შეიტყო.

ამ სამწუხარო ფაქტის გამო, ორივე გუნდის წარმომადგენლებმა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მატჩი აღარ გაგრძელდება, ლა ლიგის წარმომადგენლების განცხადებით კი თამაშის დარჩენილი ნაწილი ხვალ გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები