გიორგი შერმადინი, ლენოვო ტენერიფე
Aa
Aa

შერმადინის 16 ქულა ჩემპიონთა ლიგაზე - ტენერიფე რიგასთან დამარცხდა

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მორიგ ტურში ლენოვო „ტენერიფე“ „რიგას“ ესტუმრა და მძიმე ბრძოლაში 72:77 დამარცხდა.

როგორც ყოველთვის, გიორგი შერმადინი ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა. ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 29 წუთი და 3 წამი დაყო.

ამ პერიოდის განმავლობაში ვეტერანმა ცენტრმა 16 ქულა, 7 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ამ შედეგით, გიორგი საკუთარ გუნდში საუკეთესო იყო. სამწუხაროდ, მისი კარგი თამაში საკმარისი არ აღმოჩნდა.

ცნობისთვის, ამ წაგების შემდეგ „ტენერიფეს“ ჯგუფში 8 ქულა დარჩა და ისევ პირველ ადგილზე იმყოფება. შემდეგ ტურში ვიდორეტას გუნდი „შოლეტს“ ესტუმრება.

ასევე გეტყვით, „ტენერიფეს“ ოფიციალურ გვერდის მიხედვით, დღევანდელი მატჩის MVP სწორედ შერმადინი გახდა.

მსგავსი სიახლეები