ინტერი, ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, გორან პანდევი
Aa
Aa

პანდევი: “ხვიჩამ გამაკვირვა, ის ყველა გაგებით ჩემპიონია“

სერია ა-ს მორიგ ტურში „ნაპოლი“ „ინტერს“ დაუპირისპირდება. ამ მატჩთან დაკავშირებით, „პარტენოპეის“ და „ნერაძურის“ ყოფილმა ფეხბურთელმა გორან პანდევმა ისაუბრა.

რა თქვა პანდევმა?

„ამ ორ გუნდს შორის არჩევანის გაკეთება რთულია. ლაუტარო და ოსიმენი? ისინი დიდებულები არიან. იმედი მაქვს, მარტინესი ბომბარდირი გახდება, რადგან ამას იმსახურებს. ვიქტორი კი დაბრუნდა და თავს ყველას შეახსენებს.

კვარაცხელია და ტიურამი? ისინი ყველა გაგებით ჩემპიონები არიან. მათ გადამწყვეტ თამაშში ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაცის გაკეთება შეუძლიათ. ხვიჩამ გამაკვირვა. ვერ წარმოვიდგენდი ვინმეს კიდევ, თუ შეეძლო იტალიის სერია ა-ში ასეთი პირველი სეზონის ჩატარება.“

შეგახსენებთ, რომ ქართველი ფეხბურთელი „ნაპოლის“ გასული წლის ზაფხულში შეუერთდა. დღემდე, კვარაცხელიამ „პარტენოპეის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 60-ჯერ მოირგო, 18 გოლი გაიტანა და 22 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ასევე გეტყვით, „ნაპოლისა“ და „ინტერის“ მატჩი 3 დეკემბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:45-დან დაიწყება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბარსელონა ლევანდოვსკის კონტრაქტს შეუწყვეტს? გუნდში ამაზე ფიქრობენ
ბარსელონა ლევანდოვსკის კონტრაქტს შეუწყვეტს? გუნდში ამაზე ფიქრობენ