ბერბატოვი:
Aa
Aa

ბერბატოვი: "მისი წყეული სიდიადის გამო, მესის ვამჯობინებ"

"მანჩესტერ იუნაიტედში" კრიშტიანო რონალდუს ყოფილმა თანაგუნდელმა ბულგარელმა დიმიტარ ბერბატოვმა ESPN-თან საუბრისას რონალდუ და მესი შეადარა და საკმაოდ საინტერესო კომენტარიც გააკეთა.

"რონალდუ, თუ მესი? მისი წყეული სიდიადის გამო, მესის ვამჯობინებ. კრიშტიანო ბრწყინვალე ფეხბურთელია, მაგრამ მესი ჩემს სტილში უფრო ჯდება. არგენტინელს გატანა და კრეატივის გამოვლინება შეუძლია. ის თამაშს ნათლად ხედავს. ლეო სრულყოფილი მოთამაშეა და ალბათ, საუკეთესოც. ახალგაზრდა ფეხბურთელებს მხოლოდ იმას ვეტყვი, რომ რონალდუს მიბაძონ. ივარჯიშონ ისეთივე მონდომებით, როგორც ამას ის აკეთებს. რონი წარმოუდგენლად იხარჯებოდა, რომ ამ დონემდე მოეღწია. მესიც და რონალდუც ძალიან ლამაზად ასპარეზობენ, მაგრამ როცა "ბარსელონას" თამაშს ვუყურებ, მესის ქმედება მაიძულებს, რომ წამოვხტე და ვიყვირო - მესი!

შეგახსენებთ, რომ დიმიტარ ბერბატოვი "წითელი ეშმაკების" ღირსებას 2008-2012 წლებში იცავდა. "მნაკუნიანელთა" მაისურით მის ანგარიშზე 149 მატჩში 56 გოლი და 27 საგოლე გადაცემაა.

ბერბატოვი ცენტრფორვარდებიდან ერთ-ერთი ყველაზე ლამაზად მოთამაშე ფეხბურთელი იყო. მისი მიზანი მხოლოდ გოლების გატანა არ ყოფილა - მას ლამაზად გაჰქონდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები