ბარსელონა, ჩავი ერნანდესი, რაიო ვალეკანო
Aa
Aa

“მენტალიტეტი უნდა შევიცვალოთ“ - ჩავი რაი ვალეკანოსთან მატჩის შემდეგ

ლა ლიგის მორიგ ტურში „ბარსელონა“ „რაიო ვალეკანოს“ ესტუმრა და ქულები დაკარგა. თამაში ფრედ 1:1 დასრულდა. მატჩის შემდეგ, კატალონიელთა მთავარმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

რა თქვა ჩავიმ?

„ვფიქრობ, მატჩი ორ ნაწილად იყო დაყოფილი. ვდომინირებდით, მაგრამ აგრესიულები არ ვიყავით. მეორე ნაწილში კი უფრო მეტ მომენტს ვქმნიდით. თუ ჩემპიონატის მოგება გვინდა, ასეთი თამაშები უნდა მოვიგოთ და თუ ტიტულების მოგება გვსურს, მენტალიტეტი უნდა შევიცვალოთ. თვითკრიტიკულები უნდა ვიყოთ.

მეორე ტაიმში უკეთესი მენტალიტეტი გვქონდა. მიუხედავად ამისა, ასეთი რეაგირება უკვე გვიანი იყო, რადგან მატჩის მოსაგებად პირველივე წუთებიდან უნდა განეწყო. გაუმჯობესება გვმართებს.“

შეგახსენებთ, რომ ამ მატჩის შემდეგ, „ბლაუგრანას“ 31 ქულა დაუგროვდა და თუ „ატლეტიკო“ დარჩენილ 2 მატჩს მოიგებს ბარსა მეოთხე ადგილზე გადაინაცვლებს. მადრიდის „რეალს“ კი კარგი შანსი აქვს კატალონიელებთან სხვაობა 4 ქულამდე გაზარდონ.

მატჩის ვიდეო მიმოხილვა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ესპანური მედია: “მამარდაშვილი ორ პრემიერ ლიგის გუნდს სურს“
ესპანური მედია: “მამარდაშვილი ორ პრემიერ ლიგის გუნდს სურს“