ლივერპული, მანჩესტერ სიტი, ერლინგ ჰოლანდი
Aa
Aa

ჰოლანდის ახალი რეკორდი - ერთადერთია ვინც ეს შეძლო

ერლინგ ჰოლანდი პრემიერ ლიგაში რეკორდების დამხობას აგრძელებს. ნორვეგიალმა თავდამსხმელმა ამჯერად ენდრიუ კოულის შედეგი გააუმჯობესა და ინგლისის ჩემპიონატის ისტორიაში ოქროს ასოებით კიდევ ერთხელ ჩაეწერა.

„მანჩესტერ სიტი“ „ლივერპულს“ უპირისპირდებოდა. ანგარიში 27-ე წუთზე სწორედ ერლინგმა გახსნა, რაც აბსოლუტური რეკორდია.

ჰოლანდი პრემიერ ლიგის ისტორიაში გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც 50 გოლი ყველაზე სწრაფად გაიტანა. ამ შედეგის დასაფიქსირებლად მას 48 მატჩი დასჭირდა, ხოლო ენდრიუ კოულს 65.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის თავდამსხმელი „ქალაქელებს“ 2022 წლის ზაფხულში შეუერთდა. დღემდე ჰოლანდმა „სიტის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 72-ჯერ მოირგო, 70 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ჰოლანდის გოლი ლივერპულის კარში

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რონალდუმ ეს მეათედ შეძლო - კრიშტიანუს ბრწყინვალე სტატისტიკა
რონალდუმ ეს მეათედ შეძლო - კრიშტიანუს ბრწყინვალე სტატისტიკა