იური ტაბატაძე
Aa
Aa

ტაბატაძის შესანიშნავი გოლი | საბურთალომ 2-ბურთიანი უპირატესობა გაანიავა

Crystalbet ეროვნული ლიგის 34-ე ტური ძალიან საინტერესო მატჩით გაიხსნა და ევროტურნირებისთვის მებრძოლი გუნდების დაპირისპირება ვიხილეთ. „საბურთალო“ „სამგურალს“ გაეჯიბრა და 3 ქულის აღების ძალიან კარგი შანსი გაანიავა.

თბილისელებმა მატჩი კარგად დაიწყეს და მე-18 წუთზე დაწინაურდნენ. „საბურთალო“ წინ ოთარ მამაგეიშვილმა გაიყვანა, რომელმაც კუთხურისას შექმნილი არეულობით ისარგებლა. 26-ე წუთზე, თავი იური ტაბატაძემ გამოიჩინა. „საბურთალოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა მოედნის ცენტრიდან სოლორეიდი დაიწყო, რომელიც გოლით დააგვირგვინა  და ბრწყინვალე ბურთი შეაგდო.

თბილისელებმა პირველი ტაიმი 2:0 მოიგეს, თუმცა კომფორტული უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს. 62-ე წუთზე, „სამგურალის“ კუთხურს იკპე-გილენ გნამიას თავური და გოლი მოჰყვა, 81-ე წუთზე კი წონასწორობა ნიკა კალანდარიშვილმა აღადგინა - 2:2.

ამრიგად, „საბურთალოსა“ და „სამგურალს“ 51-51 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილის მე-5 და მე-6 პოზიციებს იკავებენ. ისინი მესამეადგილოსან „ტორპედოს“ 4 ქულით ჩამორჩებიან და „საბურთალოს“ მომდევნო შეხვედრა „თელავთან“ ელის, „სამგურალს“ – „დილასთან“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ფანტასტიკური ქომაგები გვყავს, ლუქსემბურგი რთული მეტოქეა“ - რა თქვა სანიოლმა წილისყრაზე
„ფანტასტიკური ქომაგები გვყავს, ლუქსემბურგი რთული მეტოქეა“ - რა თქვა სანიოლმა წილისყრაზე