პერესი დაუჯერებელ წინადადებას ამზადებს!
Aa
Aa

პერესი დაუჯერებელ წინადადებას ამზადებს! "კეინის შეძენაზე ფიქრს თავიდან ვერ ვიგდებ"

მადრიდის "რეალის" პრეზიდენტის ფლორენტინო პერესის ნომერ პირველი საზაფხულო სამიზნე ჰარი კეინი იქნება.

სამეფო კლუბის ყოვლისშემძლე პრეზიდენტი "ტოტენჰემს" იმ თანხას შესთავაზებს, რომლის მიღებაც ლონდონელებს სურთ - "რეალი" 250 (!) მილიონ ევროს გადაიხდის. წინააღმდეგ შემთხვევაში კეინი არ იყიდება.

ამ თემასთან დაკავშირებით, პერესმა Cadena COPE-სთან ისაუბრა: "ჰარი კეინის შეძენაზე ფიქრს თავიდან ვერ ვიგდებ. ის დიდებული მოთამაშეა და ამასთან ერთად ახალგაზრდაცაა. მას ჯერ დიდი დრო აქვს, რომ პროგრესი კიდევ განიცადოს. ამავდროულად უნდა განვაცხადო, რომ ჩვენ ბენზემასაც ვენდობით, ისევე როგორც მთელს გუნდს. "ტოტენჰემის" პრეზიდენტისთვის კეინის ფასი არ მიკითხავს, იმიტომ, რომ ვიცი ის 250 მილიონს დაასახელებდა".

როგორც ცნობილი გახდა, პერესისა და "ტოტენჰემის" წარმომადგენელთა პირველი შეხვედრა "სანტიაგო ბერნაბეუზე" შედგა, როცა "რეალმა" ლონდონელებს უმასპინძლა (1-1). მომდევნო კვირაში კი სამეფო კლუბი "უემბლის" ეწვევა, სადაც "დეზების" წინააღმდეგ განმეორებით შეხვედრას ჩაატარებს.

აქვე გეტყვით, რომ ჰარი კეინმა 2017 წელს 45 შეხვედრაში 40 გოლის გატანა მოახერხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები