საბა ინანეიშვილი, ირაკლი დემეტრაშვილი
Aa
Aa

ინანეიშვილის ოქრო - ქართული ფინალი ევროპის ჩემპიონატზე (U23)

ევროპის 23-წლამდე ჩემპიონატზე +100 კგ. წონით კატეგორიაში საბა ინანეიშვილმა ირაკლი დემეტრაშვილი დაამარცხა. ასე რომ, ამ წონაში ოქრო და ვერცხლი ქართველებს ერგოთ.

შეგახსენებთ, მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე 81 კგ. წონით კატეგორიის ფინალში ზაურ დვალაშვილმა ბელგიელი იარნ დიუკი იპონით დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.

70 კგ. წონით კატეგორიაში ნინო გულბანი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოდა, თუმცა გადამწყვეტ შეხვედრაში პორტუგალიელ ტაის პინასთან დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები