მარკო ვან ბასტენი
Aa
Aa

„აიაქსი კი არა კნუდეა“ | ვან ბასტენი მიქაუტაძის გუნდს აკრიტიკებს

ლეგენდარულმა ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა, მარკო ვან ბასტენმა გიორგი მიქაუტაძის „აიაქსი“ გააკრიტიკა. ვან ვასტენმა „აიაქსი“ ნიდერლანდური კომიქსის კლუბს, „კნუდეს“ შეადარა და განაცხადა, რომ ამსტერდამელთა თამაშის ყურება სიამოვნებას არ ანიჭებს.

„უცნაურია, ასეთი დიდი კლუბი ამ მდგომარეობაში რომ იმყოფება. თუ სწორად მახსოვს, ორი წლის წინ, თებერვალში, 70 გოლი ჰქონდათ გატანილი და მხოლოდ 5 მიღებული. ეს აიაქსი კი არა, საფეხბურთო კლუბი კნუდეა. ბიჭები თავიანთ მაქსიმუმს აკეთებენ, მაგრამ სათანადოდ კარგი ფეხბურთელები არ არიან.

როცა აიაქსი თამაშობს, მირჩევნია სხვა რაღაცას ვუყურო, რადგან მისი თამაშის ხილვა სასიამოვნო ნამდვილად არაა. ამ აიაქსში ბევრი ფეხბურთელია, რომლებიც კლუბისთვის შესაფერის დონეზე არ იმყოფებიან და გუნდს არ ჰყავს მოთამაშე, რომელიც მატჩის მიმდინარეობას წარმართავს“.

შეგახსენებთ, რომ ჯონ ვან ‘ტსხიპის გუნდი მომდევნო შეხვედრას სანაკრებო პაუზის შემდეგ, საკუთარ მოედანზე 26 ნოემბერს „ვიტესის“ წინააღმდეგ გამართავს. გასულ ტურში, ამსტერდამელები „ალმერეს“ ესტუმრნენ და მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა. საფეხბურთო კლუბ „კნუდეს“ რაც შეეხება, ნიდერლანდებში ამავე სახელწოდების მქონე კომიქსი საკმაოდ პოპულარულია და „კნუდეს“ საფეხბურთო თავგადასავალზე მოგვითხრობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რა პოზიციაზე ითამაშებს ტუდორის გუნდში | Goal Italia-ს სტატია კვარაზე
რა პოზიციაზე ითამაშებს ტუდორის გუნდში | Goal Italia-ს სტატია კვარაზე